გაკვეთილის მთავარი თემა
|
წელიწადის დროები
|
საგანი/პედაგოგი
|
ინგლისური ენა/ეკა ჯანიაშვილი
|
სწავლების საფეხური/კლასი
|
დაწყებითი საფეხური/მე-3
|
მოსწავლეთა პროფილი
|
22 მოსწავლე/სსსმ
მოსწავლე არ არის.
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
·
ენობრივი
უნარ-ჩვევების განვითარება, კითხვებზე პასუხების გაცემა, კითხვა, წინადადების შედგენა.
|
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები
|
·
მოსწავლეები
შეძლებენ კითხვას, თარგმნას და განსაზღვრული სიტყვების მოქმედებაში განსახიერებას,
უპასუხონ კითხვებს, აღწერონ სურათები და გაიგონ ნათლად აქტივობები (მაგ. სახალისო
აქტივობები).
უცხ.დ.II.1. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის
მითითებებისა და სავარჯიშოს უმარტივესი ინსტრუქციის გაგება.
უცხ.დ.II.5. მოსწავლეს შეუძლია სიტყვების,
წინადადებების გაშიფვრა-წაკითხვა.
უცხ.დ.II.6. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის
ილუსტრირებული ტექსტების გაგება და მათში ინფორმაციის მოპოვება.
უცხ,დ.II. 7 მოსწავლეს
შეუძლია სიტყვების, წინადადებების წერა.
უცხ.დ.II.10.
მოსწავლეს შეუძლია
მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.
|
წინარე ცოდნა
|
·
მოსწავლეებს
შეუძლიათ უკვე ნასწავლი ლექსიკური მარაგის გამოყენება წინადადებაში ან მოქმედებაში,
კითხვებზე მოკლე და გრძელი პასუხების გაცემა.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეებს ვაფასებ შეფასების წინასწარ
შემუშავებული სქემით: ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში, საშინაო დავალებას, ტექსტის
კითხვას. აგრეთვე ვაფასებ ინდივიდუალურად ზეპირი განმავითარებელი კომენტარით.
|
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
|
ინგლისური ენის სახელმძღვანელო, ლეპტოპი, პროექტორი, პოსტერები, დაფა,
მაწებარა ბურთი
|
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
|
კლასის ორგანიზება (2 წთ.)
გაკვეთილის
A ფაზა
- გამოწვევა.
აქტივობა 1-
სახალისო თამაში. დაფაზე წერია მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვები, მოსწავლეები ესვრიან
ბურთს დაფას და განასახიერებენ მოქმედებაში იმ სიტყვას რომელსაც ბურთი ეწებება.
(10 წთ)
აქტივობა 2
(5 წთ)- მოსწავლეები აღწერენ დღეს (დილა, შუადღე, საღამო, ღამე) და პასუხობენ
კითხვებს
Is it afternoon now?
Is it morning now?
Is it evening now?
Is it nught now?
What do we do on the
morning?
What do we do in the
afternoon?
What do we do in the
evening?
What do we do at night?
გაკვეთილის
B ფაზა- ცოდნის კონსტრუირება
აქტივობა 3 (18 წთ)- მოსწავლეები იწერენ დაფიდან მასწავლებლის
მიერ ამოწერილ ახალ სიტყვებს, კითხულობენ მცირე ტექსტებს წელიწადის დროებზე. პასუხობენ
კითხვებზე : How many seasons
are there?
Which season do you like most?
მასწავლებელი აჩვენებს პოსტერებს, სვამს კითხვებს: What season is it?
What colours are the
leaves in each season?
აქტივობა 4 (3
წთ)- აქტივობა
„შესვენება“ (Break) მასწავლებელი აძლევს სახალისო
ინსტრუქციებს და მოსწავლეები ასრულებენ მათ. მაგ. Stand up! Sit down! Hands up! Hands down!
Put your hands on your heads! Put your hands on your knees! etc.
გაკვეთილის C ფაზა - რეფლექსია
აქტივობა 5
(5 წთ) - მოსწავლეები
უყურებენ მულტიპლიკაციურ კლიპს წელიწადის დროებზე და განიხილავენ უკვე ნასწავლ და
ახალ თემებს.
საშინაო დავალება
1 წთ.
შეფასება 1 წთ
|
გაკვეთილის გეგმა
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment