სასწავლო პროექტი

 პროექტის სახელწოდება:     Celebrities. ცნობილი ადამიანები.

პროექტის მთავარი იდეა:     მოსწავლეებმა შეისწავლონ და მოიპოვონ ინფორმაციები ცნობილ ადამიანებზე.

პროექტის აქტუალობა:    პროექტი მოსწავლეებს განუვითარებს დამოუკიდებლად კვლევა-ძიების, ანალიზის, სინთეზის უნარ-ჩვევებს.

პროექტის მიზნები:    მოსწავლეები გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს, ინტერნეტის საშუალებით მოიძიებენ ინფორმაციას ცნობილი ადამიანების პროფესიულ საქმიანობაზე და პირად ცხოვრებაზე.

მოსწავლეთა ასაკი:    12-13 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა:   2 კვირა

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს, შეიძენენ მაღალ სააზროვნო უნარებს, ისწავლიან როგორც დამოუკიდებელ მუშაობას, ასევე ჯგუფურ მუშაობას, რაც დაეხმარება მათ თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარის განვითარებაში.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კლასგარეშე წიგნები, კომპიუტერი, ინტერნეტი, აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, პროექტორი, ფურცლები, მარკერები.

პროექტის მსვლელობა:

აქტივობა 1    პროექტის თემის შერჩევა.

აქტივობა 2     მოსწავლეების ჯგუფებად დაყოფა.

აქტივობა 3     ჯგუფებში მოვალეობების გადანაწილება.

აქტივობა 4     დეტალური ინფორმაციების მოძიება ინტერნეტში, წიგნებსა და ჟურნალებში.

აქტივობა 5     ინფორმაციების კომპიუტერში გადატანა.

აქტივობა 6     პროექტის პრეზენტაცია.

აქტივობა 7     პროექტის შეჯამება.


საგანთან/საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

უცხ.ს.II.30. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ., გამოფენა; სადღესასწაულო სუფრა; ტურისტული ბროშურის შექმნა უცხოელებისთვის და სკოლის ვებ-გვერდზე განთავსება; დამეგობრება მსოფლიოს რომელიმე ქვეყნის თანატოლთან, რომელიც იმავე ენას სწავლობს და სხვა).
უცხ.ს.II.31. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის დახმარებით განსაზღვროს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები.
უცხ.ს.II.32. მოსწავლე ფლობს სტრატეგიულ უნარებს წარმატებული სწავლის უზრუნველსაყოფად.
უცხ.ს.II.33. მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.
უცხ.ს.II.34. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა ხერხს ლექსიკური მარაგის განსამტკიცებლად და გასამდიდრებლად.


პროექტის ხელმძღვანელი:  ეკა ჯანიაშვილი.

ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:  ekajaniashvili7@gmail.com

No comments:

Post a Comment